სისხლისმსმელი ნაძირლები და სრული ტერორისტები! - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვას.
"ტერორისტული სახელმწიფო რაკეტებს ისვრის მშვიდობიანი მოსახლეობისკენ - ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის რაიონებში. ის ურტყამს უკრაინის რეგიონებს მრავალი სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებიდან", - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ოკუპანტებმა დილით ზაპოროჟიეს რეგიონის მიმართულებით 16 რაკეტა გაისროლეს.
"ასეთი მოქცევა მხოლოდ სრულ ტერორისტებს შეუძლიათ, რომლებსაც ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. მტერი მძვინვარებს და ცდილობს შური იძიოს ჩვენს დაუმარცხებლობაზე და მის წარუმატებლობაზე. ცინიკურად ანადგურებს მშვიდობიან უკრაინელებს, რადგან დიდი ხანია დაკარგა ყველაფერი ადამიანური. სისხლისმსმელი ნაძირლები და სრული ტერორისტები! ჩვენ ამას ვუპასუხებთ რათქმა უნდა. უკრაინელების ყოველ დანგრეულ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს მიდამოებში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press