Foto

ვლადიმერ პუტინი - მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, რომ მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, რომ მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი, სამხედრო მოქმედებები, ის ომი, რომელიც უკვე 2014 წელს გააჩაღა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულების ხელისმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

პუტინის განმარტებით, ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებს, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".

"ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, რომ მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი, სამხედრო მოქმედებები, ის ომი, რომელიც უკვე 2014 წელს გააჩაღა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ, მაგრამ დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ხალხის გადაწყვეტილებაზე არ იქნება საუბარი იმიტომ, რომ მათ უკვე გააკეთეს თავისი არჩევანი და რუსეთი მათ არ უღალატებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს ყველაფრით, რითაც შეგვიძლია, რათა ვუზრუნველყოთ მათი მშვიდობიანი ცხოვრება. ასეთია ჩვენი დიდი განმათავისუფლებელი მისია", - განაცხადა პუტინმა სიტყვით გამოსვლისას.