ვლადიმერ პუტინო შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიომ არასოდეს უნდა აღიაროს პუტინის მოჩვენებითი რეფერენდუმები ან უკრაინის კოლონიზაციის პუტინისებური სასტიკი და უკანონო მცდელობა.
"ვლადიმერ პუტინ - შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს უნდა აღიაროს შენი მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის შენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და დაუღალავად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ იქნება მთლიანი და თავისუფალი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press