ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ევროკომისრის შინაგან საქმეთა ილვა იოჰანსონის განცხადებით, ეს არის პასუხი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისა და რუსეთში მობილიზებაზე, რომელსაც ბრიუსელი უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს.
წევრმა სახელმწიფოებმა (ვიზაზე განაცხადის განხილვისას) უნდა ჩაატარონ უსაფრთხოების ძალიან საფუძვლიანი შემოწმება. თუ ადამიანს შეუძლია საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოების ან ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებს, მაშინ მას ვიზა არ უნდა გასცეს... ჩვენ ვხედავთ რუსეთის ბევრ მოქალაქეს, რომლებიც მობილიზაციის გამო ტოვებენ რუსეთს. თუ რუსეთის მოქალაქე აპირებს ევროკავშირში 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩენას, მას არ უნდა გაეცეს ვიზა. ილვა იოჰანსონი ევროკომისარი საშინაო საქმეთა საკითხებში: ევროკომისია ასევე მოუწოდებს არ გასცეს მოკლევადიანი ვიზები რუსებს მესამე ქვეყნებში, თუ არ არის საუბარი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების დოკუმენტებზე. ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება მაინც ყველას აქვს და, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნები არ ვრცელდება გრძელვადიან ეროვნულ ვიზებზე.
ამასთან, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს რუსებისთვის უკვე გაცემული შენგენის ვიზების გადახედვას ახალი დებულებების შესაბამისად. „მოქმედი ვიზის ქონა არ არის საკმარისი საფუძველი ევროკავშირში შესასვლელად“, - განმარტა ევროკომისარმა და დასძინა, რომ მესაზღვრეებმა დამატებითი შემოწმება უნდა ჩაატარონ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press