თუ უკრაინაში ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე" თავდასხმა, ნატო-ს "მტკიცე და ერთიან" პასუხს გამოიწვევს.
„ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო - ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს ნათლად გადასცემენ. ნატო-სკრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ჩვენს მტკიცე და ერთიან პასუხს გამოიწვევს. დასავლეთის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის იყო ის, რასაც ახლა აკეთებს - უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება. ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს, რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press