ბევრს ლაპარაკობენ ბირთვულ საფრთხეზე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის შესაძლო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
სენატორის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთზე თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ალიანსის, ევროპისა და აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ქვეყნის შიგნით საფრთხეს უქმნის.
"შემაშფოთებელია არაპროგნოზირებადობა იმისა, თუ რის გაკეთებას აპირებს პუტინი. მან შეიძლება იფიქროს, რომ მაგალითად, უკრაინისთვის ნატო-ს, ევროპისა და აშშ-ის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება გამოიწვევს არა მხოლოდ ომის წაგებას და მისი ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრას, არამედ რეალურად, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საკუთარ ძალებს რუსეთის შიგნით. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ მან დაარტყას ამ განაწილების ზოგიერთ პუნქტს, საიდანაც ეს მარაგი შემოდის, მათ შორის პოლონეთის შიგნითაც. ბევრს ლაპარაკობენ ბირთვულ საკითხზე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე. მაგალითად, პოლონეთის აეროპორტის ან სხვა სადისტრიბუციო პუნქტის მიზანში ამოღება," - აცხადებს ამერიკელი სენატორი.
მისივე თქმით, "რუსეთი და პუტინი ამ ომში ნამდვილად ვერ გაიმარჯვებენ".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press