Foto

CIA-ს ყოფილი დირექტორი - თუ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ჯარებს გაანადგურებენ

თუ ვლადიმერ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში", - ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

პეტრეუსის თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საფრთხე რუსეთის შავი ზღვის ფლოტსაც დაემუქრება. 

"ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ატომურ ესკალაციას შესაბამის პასუხს გასცემენ. ბოლო 7 თვის განმავლობაში, უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი უკეთესად მობილიზდნენ, ვიდრე რუსეთი. უკრაინის არმია უკეთესად აღჭურვილი და გაწვრთნილია. ფაქტია, რომ უკრაინის არმია უფრო ეფექტურია, ვიდრე რუსული არმია. აქ დიდ როლს თამაშობს აშშ-ისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა", - აცხადებს CIA-ს ყოფილი დირექტორი. 

მისივე თქმით, უკრაინაში ვლადიმერ პუტინი მარცხდება.