Foto

კადიროვი თავის არასრულწლოვან შვილებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გზავნის

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, თავის მისი სამი არასრულწლოვან ვაჟს უკრაინის წინააღმდეგ ომში გზავნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კადიროვი ავრეცლებს.

კადიროვის თქმით, მისი შვილები მზად არიან თავიანთი უნარები "სპეციალურ ოპერაციაში" გამოიყენონ და ეს მათი სურვილია.

„მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და კონტაქტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებში ღვთისმოსაობის დანერგვა და ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!“,- განაცხადა კადიროვმა.

ცნობისთვის, კადიროვის შვილები ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან, რომელთა სამხედრო მომზადება კადიროვმა ადრეულ ასაკში დაიწყო.