სწორედ ნატო-ს მიმართ კიევის ორიენტაცია და მისი მომავალი გაწევრიანების დადასტურება გახდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმი, დიმიტრი პესკოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადის გაკეთებას.
პესკოვის თქმით, მოსკოვი უკრაინის გადაწყვეტილებასა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების რეაქციას ყურადღებით აკვირდება.
"კრემლმა მოისმინა უკრაინის სურვილი, შეუერთდეს ნატო-ს დაჩქარებული წესით. ჩვენ ვაკვირდებით ზელენსკის განცხადებაზე ნატოს წევრების განსხვავებულ რეაქციას. გვახსოვს, რომ სწორედ უკრაინის ორიენტაცია ნატო-ს მიმართ და უკრაინის მომავალი გაწევრიანების დადასტურება გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი 30 სექტემბერს გააკეთა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press