ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ესკალაციისთვის მზადაა, - აღნიშნულ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი საცდელ ბირთვულ აფეთქებას უკრაინის საზღვართან გეგმავს, რის შესახებაც ნატო-მ წევრი ქვეყნები უკვე გააფრთხილა.
"კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს ადგილს ბრძოლის ველზე", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press