მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა დღევანდელ ბრიფინგზე ანაცხადა.
სუბარის თქმით, მოძრაობას ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.
„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“,- განაცხადა სუბარმა.
მისივე თქვით, მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ ექსპერტები, თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
„თითოეული მათგანი ძალზე ღირებულია ჩვენი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მის სტაბილურ განვითარებას უკავშირდება.
საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოძრაობის რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, მოძრაობას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, - დასძინა სუბარმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press