Foto

ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს აღიარებს

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმები“ აღიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეფერენდუმები ჩატარდა გაეროს წესდების შესაბამისად,

„ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეების ნებას, რომლებსაც სურდათ რუსეთთან გაერთიანება და მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობის პოზიციას ამ რეგიონების შეერთების შესახებ. რეფერენდუმები ჩატარდა გაეროს წესდების შესაბამისად, რომელიც იცავს ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს და მათ თვითგამორკვევის უფლებას, ლეგიტიმური პროცედურების შესაბამისად, რამაც შესაძლებელი გახადა ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის მცხოვრებთა ნების ასახვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 30 სექტმებერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.