ჩვენ "ქართულმა ოცნებამ" მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება - ჩვენ ვისწავლეთ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არც ერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
გვარამიას თქმით, ოლიგარქია არის კატასტროფა და "ისტორიული აცრა", რომელიც ქართველმა ხალხმა გაიკეთა, "ამ ვირუსს აღარ შეგვყრის".
"ჩვენ ზუსტად მყისიერად - ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ, რა და ვინ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობდეს იგი. ეს აცრა - ისტორიული აცრა, რომელიც ჩვენ გავიკეთეთ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვირუსს აღარ შეგვყრის. ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ", - განაცხადა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან. დღესვე გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა კოლეგია.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press