Foto

ბერბოკი - რუსეთის ბირთვული მუქარა სერიოზულად უნდა მივიღოთ

რუსეთის ბირთვული მუქარა სერიოზულად უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ემუქრება. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინი მსგავს მუქარას მიმართავს. ისინი უპასუხისმგებლოები არიან და ჩვენ მათ სერიოზულად უნდა მივუდგეთ", - ამბობს ბერბოკი და დასძენს, რომ ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებები ასევე შანტაჟის მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.

The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.