Foto

თეთრი სახლი - შეერთებულ შტატებს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

აშშ-ს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ითეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე ,კარინ ჟან-პიერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, აშშ ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ბირთვული იარაღის ჟღარუნს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირებისთვის და არც იმის მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში. ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება",- განაცხადა ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.

ამასთან გუშინ, გამოცემა TIMES-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  პუტინი აპირებს აჩვენოს თავისი მზადყოფნა გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით.