უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არის მთელი რუსეთის ომი და არა მხოლოდ პუტინის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე რუსეთმა მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები - კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი, ნაციონალიზმი გააღვიძა.
"ჩვენ გვეგონა, რომ ეს დემონები ბნელ წარსულში დარჩნენ, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, კრემლი მათ რუსულ საზოგადოებაში პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს. სამწუხაროდ, "რუსული სამყაროს" იდეოლოგია რუსეთში ძალიან ცოცხალია", - თქვა მორავეცკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი უნდა შეიცვალოს, რათა მეზობლებისთვის მომავალში საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press