Foto

BBC - ირანის უსაფრთხოების ძალებმა მოიპარეს 16 წლის დემონსტრანტის ცხედარი და ფარულად დაკრძალეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა მოიპარეს 16 წლის დემონსტრანტის ცხედარი და ფარულად სოფელში დაკრძალეს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოჯახმა ნიკა შაკარამის დაკრძალვა ორშაბათს დაგეგმა, მაგრამ მისი ცხედარი წაართვეს და დაკრძალეს სოფელში, რომელიც დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით იყო.

ნიკა 20 სექტემბერს თეირანში საპროტესტო აქციის შემდეგ 10 დღის განმავლობაში დაიკარგა. მეგობრისთვის გაგზავნის უკანასკნელ მესიჯში შაკარამი წერდა, რომ მას ძალოვნების მისდევდნენ. შაკარამის ოჯახმა ცხედარი ქალაქ ხორემაბადში გადაასვენა, ზეწოლის შედეგად კი გადაწყვიტა, რომ დაკრძალვის რიტუალურ პროცესზე უარი ეთქვა, თუმცა, მიუხედავად, ამისა, ძალოვნებმა შაკარამის ცხედარი მაინც მოიპარეს.