უცხოელ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება მიეცათ. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა.
„მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ვინაიდან მიეცათ ექსპერტებს უკვე შესვლის საშუალება, ამ წუთებში უკვე შესული არიან. ამ დღეს ველოდით დიდი ხნის მანძილზე, ვინაიდან ჩვენ უკვე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა და შემდგომ, ძალიან მოკლე ხნის ვადაში მივმართავთ სასამართლოს, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ჩემი ძმის“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press