ზამთარი რთული იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ზამთრისთვის ასევე ემზადებიან ოკუპანტები და რაც უფრო გაიზრდება ზეწოლა რუსეთზე, ევროპაში ზამთრის პერიოდი მით უფრო უსაფრთხო იქნება.
"ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, რაც უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი... მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი გამარჯვებისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და რუსეთზე ზეწოლას ახდენს მშვიდობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press