Foto

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, თავდამსხმელებმა მაღალსართულიან შენობებს 7 რაკეტა ესროლეს. 

იერიშის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი.

სტარუხის თქმით, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება, ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება და მაშველები მათ გადასარჩენად მუშაობენ.