მექსიკის დასავლეთში, ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანის მერიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. BBC-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის ქალაქის მერი დაიღუპა.
მერიაზე მომხდარ თავდასხმამდე, შეიარაღებულმა პირებმა საკუთარ სახლში ასევე მოკლეს ყოფილი მერი ხუან მენდოზა აკოსტა.
გარდაცვლილთა შორის პოლიციისა და საკრებულოს თანამშრომლებიც არიან.
გენერალური პროკურორის თქმით, დაჭრილია 3 ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ "ლოს ტეკილეროსისმა" მოაწყო.
როგორც BBC წერს, ქალაქ სან მიგელ ტოტოლაპანს, რომელიც გერეროს შტატში მდებარეობს, სიტუაციას ნარკოკორტელები აკონტროლებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press