Foto

რეზნიკოვი - თურქეთმა რუსეთს ტყვიაგაუმტარი ჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის მიყიდვაზე უარი უთხრა

რუსები ცდილობდნენ 200 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის 500 000 კომპლექტის შეკვეთას მესამე ქვეყნების მეშვეობით. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით,თურქმა პარტნიორებმა რუსეთს დახმარებაზე უარი უთხრეს.

„ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თურქეთიდან და ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები ცდილობდნენ 200 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის 500 000 კომპლექტის შეკვეთას მესამე ქვეყნების მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ. სხვათა შორის, თურქმა პარტნიორებმა მათ უარი უთხრეს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .