Foto

გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა - ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე - მაკრონი

ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა - ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "როდესაც ჩვენ ერთი კონტინენტი გვაქვს, არსებობს ბევრი რამე, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ".

"პრაღაში შეკრებილ 44 სახელმწიფოს შორის არიან ევროკავშირის წევრები, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები და ისინიც, რომლებმაც დატოვეს ევროკავშირი ან არ სურთ მისი წევრობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გეოგრაფიული რეალობა – ევროპის კონტინენტი, კავკასიიდან ისლანდიამდე. ევროპაში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში. ევროპის პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვცა შესაძლებლობა, ერთმანეთს შევხვედროდით. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც 2019 წელს აირჩიეს, არასდროს შეხვედრია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როდესაც ჩვენ ერთი კონტინენტი გვაქვს, არსებობს ბევრი რამე, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა მაკრონმა.