Foto

თქვენ სარგებლობთ ხალხის პატივისცემითა და მხარდაჭერით - კიმ ჩენ ინის წერილი პუტინს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს. კიმ ჩენ ინის მისალოც წერილს ჩრდილოეთ კორეის გაზეთი "როდონგ შინმუნი" აქვეყნებს.

ქვეყნის ლიდერი ვლადიმერ პუტინს ულოცავს სტრატეგიული მიზნების მიღწევას მრავალი წლის განმავლობაში ენერგიული საქმიანობითა და სახელმწიფოს მეთაურის მძიმე პასუხისმგებლობის აღებით.

"თქვენ სარგებლობთ ხალხის ფართო მასების პატივისცემითა და მხარდაჭერით. დღეს რუსეთი საიმედოდ იცავს სახელმწიფოს ღირსებას და მის ფუნდამენტურ ინტერესებს აშშ-ისა და მისი ვასალური ძალების გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ასეთი რეალობა წარმოუდგენელია თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ძლიერი ნების გარეშე... გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, რომელიც რუსეთის კეთილდღეობას ეძღვნება",  - ნათქვამია კიმ ჩენ ინის წერილში.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.