2023 წლის გაზაფხულზე ჩვენ 46 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს მივიღებთ. - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ TV იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მანამდე საწარმო დელტამ თავდაცვის ძალებს 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა გადასცა.
"ჩემმა მოადგილემ გუშინ თურქულ მხარესთან ხელი მოაწერა, რის შედეგადაც, 2023 წლის გაზაფხულზე ჩვენ 46 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს მივიღებთ. მანამდე, იცით, რომ საწარმო დელტამ თავდაცვის ძალებს 60 ერთეული შეჯავშნული მანქანა გადასცა. თქვენ იცით, წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის ძალებს რა ბიუჯეტიც ჰქონდა, მაგრამ ამას კონკრეტული მიზანი გააჩნდა. ეს კორუფციის წყარო იყო, მეტი არაფერი. ის კომფორტი იყო შექმნილი, რომ შეძლებოდათ, ხელი ადვილად მოეთბოთ. სხვა არაფერს არ ემსახურებოდა". - ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press