Foto

ლომჯარია - ჩვენ სარჩელი შევიტანეთ არა საპატრიარქოს, არამედ პარლამენტის წინააღმდეგ

არასწორად ითქვა, თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, რადგან სარჩელი შეტანილ იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება მიღებული, ორივე საქმე დააკმაყოფილა. 

"არასწორად ითქვა, თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, რადგან სარჩელი შეტანილ იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. 
ასევე განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება მიღებული. ორივე საქმე დააკმაყოფილა. 
რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული მაგალითი მოიყვანეთ, თითქოს ამ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, საქართველოს სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად, აქვს უნიკალური მანდატი, საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ის იცავდა და დაიცავს ყველას, თუნდაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყოს მისაღები და სასიამოვნო.