Foto

ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. ქალაქის საბჭოს მდივნის, ანატოლი კურტევის მიერ “ტელეგრაზმე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი აცხადებს, რომ სარაკეტო იერის შედეგად 49 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სტარუხის თქმით, რუსულმა ავიაციამ ზაპოროჟიეს 12 რაკეტა ესროლა.  

"ნაწილობრივ დანგრეულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მთლიანად დანგრეულია ხუთი კერძო სახლი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები და 20-მდე მანქანა", - ამბობს სტარუხი.

რეგიონის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს მოყოლილი.