რუსეთი ყირიმის ხიდთან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა და შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაზიანებული მონაკვეთების მოწესრიგება დაუყოვნებლივ დაიწყება.
გარდა ამისა, კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების შეკრების ადგილებში პატრულირება გაძლიერდება.
შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press