აბსოლუტური უზნეობა, აბსოლუტური ბოროტება - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილ სარაკეტო იერიშს.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ყველა, ვინც ბრძანება გასცა და აღნიშნული ბრძანება შეასრულა, პასუხს აგებს.
„ისევ ზაპოროჟიე. ისევ უმოწყალო თავდასხმები მშვიდობიან ხალხზე. საცხოვრებელ კორპუსებში პირდაპირ შუაღამისას... აბსოლუტური საძაგლობა, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები. ისინი, ვინც ეს ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება აღასრულა, პასუხს აგებენ აუცილებლად კანონისა და ხალხის წინაშე", - ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 49 პირი, მათ შორის 6 ბავშვი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press