ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის. ჯარისკაცების მოსამზადებლად ორი ოპერატიული ცენტრი გერმანიასა და პოლონეთში განლაგდება. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შესაბამისი მოდულები და სტრუქტურები სწრაფად უნდა შეიქმნას. საწვრთნელი მისიის მანდატი კი, ორწლიანი იქნება.
სწავლების მიზანია, რომ უკრაინამ „დამოუკიდებლად განახორციელოს საბრძოლო ოპერაციები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“.
ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდება.
გარდა ამისა, როგორც გერმანული მედია წერს, ევროკავშირს ასევე სურს, უახლოეს თვეებში უკრაინის სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press