უკრაინის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ჰყავს ამოღებული საქართველო და ბალტიისპირა ქვეყნები, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ომში უკრაინის გამარჯვება შეაჩერებს.
"პუტინი ამას არასდროს მალავდა. ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად უკრანის დახმარებაა, რომ ეს ომი მოიგოს", - აცხადებს კალასი.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის სულ უფრო რთული ხდება.
„დარჩენილია ძალიან ცოტა ისეთი ელემენტი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება დავაწესოთ სანქციები", - ამბობს კალასი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press