უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, მასობრივი საფლავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღეს.
"გათხრები ორ ადგილას მიმდინარეობს. ერთ-ერთ სასაფლაოზე 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები არიან დაკრძალული. მეორე სასაფლაოზე კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი სამარხია", - ნათქვამია ეროვნული პოლიციის განცხადებაში.
თვითმხილველის თქმით, მან რუსი სამხედროების დავალებით, აღნიშნულ სასაფლაოზე 20-მდე უკრაინელი სამხედრო დაკრძალა. დაღუპულთა შორის არიან ერთი ოჯახი წევრები, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press