რუსეთმა ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტს ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ხიდი კიევის "კრიმინალურმა რეჟიმმა" ააფეთქა.
"რუსეთს შეუძლია ამ დანაშაულს მხოლოდ ტერორისტების უშუალო მკვლელობით უპასუხოს, როგორც ეს მსოფლიოში ხდება. ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები... ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც ჩადენილი იყო კიევის კრიმინალური რეჟიმის მიერ. ამაში ეჭვი არავის შეაქვს. არსებობს ანგარიში და გაკეთდა დასკვნები", - ამბობს მედვედევი.
შეგახსენებთ, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. მედიაში გვრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press