Foto

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ანამბრას შტატში ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა. 

BBC-ის ცნობით, ნავზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი კი, ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც საცხოვრებლებს წყალდიდობის გამო ტოვებდნენ.

ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, ნავი გადაბრუნებამდე ხიდს შეეჯახა.

ნიგერიის პრეზიდენტმა, მოჰამადუ ბუჰარიმ შემთხვევას ტრაგიკული უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტმა წყლის სატრანსპორტო სისტემაში უსაფრთხოების ზომების გადახედვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და სამთავრობო უწყებებს, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესწავლა დაავალა.

ბუჰარიმ ასევე თქვა, რომ გადაუდებელი შემთხვევების სამსახურებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად ყველაფერი უნდა გააკეთონ.