ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო იერიშებს.
როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, მსგავი ტიპის ქმედებებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს.
"შეძრწუნებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ ქმედებებს 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს. ვგმობ მათ უმკაცრესად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია", - წერს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press