თუ უკრაინის ხელისუფლება ტერაქტების ორგანიზებას გააგრძელებს, რუსეთი მკაცრად უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ყირიმის ხიდზე აფეთქების უკან კიევის ხელისუფლება დგას.
„კრიმინალისტიკური და სხვა ექსპერტიზის მონაცემები, ასევე ოპერატიული ინფორმაცია მიუთითებს, რომ 8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ დამკვეთები, ორგანიზატორები და დამნაშავეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე 3 ტერაქტი განხორციელეს.
შეგახსენებთ, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. მედიაში გვრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press