რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ალექსანდრე სტარუხსა და საქალაქო საბჭოს მდივან ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტარუხის განცხადებით, მოწინააღმდეგის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.
ანატოლი კურტევი ამბობს, რომ დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულება, და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press