Foto

რუსეთში მოხალისე სპორტსმენების რაზმების შექმნა იგეგმება

უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთში პროფესიონალი სპორტსმენებისგან შემდგარი მოხალისეთა რაზმების შექმნა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას РИА Новости Спорт ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა მოსკოვში 10 ოქტომბერს გაიმართა. ამ დროისთვის სამობილიზაციო პროცესში, ძირითადად, რეგიონული სპორტული ფედერაციების ჩართვა იგეგმება.

"თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება და მოხალისეების საკმარისი რაოდენობა შეგროვდება, არ არის გამორიცხული, პროცესში მოსკოვის ფედერაციებიც ჩაერთოს", - წერს მედია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.