უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის გამხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს "წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულებია".
როგორც კულება "ტვიტერზე" წერს, რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტებია და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას.
"რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრი დარტყმა განახორციელეს და დღესაც იმავეს იმეორებენ. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას - ეს არის რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია თვეების განმავლობაში"- წერს კულება.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იერიში მიიტანა.
მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა.
მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press