Foto

ნაუსედა - ამ ბოროტების დასამარცხებლად უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება

რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, - ასე ეხმაურება ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიშს.

ნაუსედას განცხადებით, "ამ ბოროტების" დასამარცხებლად, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება.

"კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები რუსეთის არმიამ ისევ დაბომბა. ისინი უმიზნებენ ქალაქის ცენტრებს, საცხოვრებელ კორპუსებს, გზებს პიკის საათებში. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი მისი სუფთა გამოვლინებით. ამ ბოროტების დასამარცხებლად, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება", - წერს გიტანას ნაუსედა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.