უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა „ტელეგრამში“ დაწერა.
ფედოროვის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს.
"აფეთქებები მელიტოპოლის აეროდრომზე, სადაც ოკუპანტებმა სამხედრო ბაზა კიდევ ერთხელ განალაგეს. ოკუპანტებმა მაშინვე დაიწყეს წერა რაღაც წვრთნებზე, თუმცა ადგილობრივებმა წვრთნების ყრუ ხმების გარჩევა ხმამაღალი აფეთქების ხმისგან უკვე ისწავლეს“, - დაწერა მელიტოპოლის მერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press