უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T-ის სარაკეტო სისტემები უკვე უკრაინაშია.
როგორც რეზნიკოვმა "ტვიტერზე" დაწერა, ქვეყანას ამერიკული „ნასამსებიც“ მალე ექნება.
„საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. გერმანიიდან IRIS-T-ის სისტემები უკვე აქ არის. ამერიკული NASAMS კი, მალე აქ იქნება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, - წერს რეზნიკოვი.
ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინას ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემის Iris-T SLM პირველი გადასცა. Der Spiegel-ის ცნობით, ეს არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც გერმანიას აქვს.
Iris-T SLM საზენიტო სარაკეტო სისტემა შედგება სამი მანქანისგან: გამშვები სამხედრო სატვირთო მანქანაზე, სარადარო მანქანა და სამეთაურო მანქანა. საზენიტო რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეების დარტყმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე და 40 კილომეტრამდე მანძილზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press