ნეპალის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 22 პირი კი, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ძლიერმა მუსონური წვიმებმა ყველაზე მეტად დააზარალა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარნალის პროვინცია, საიდანაც ათასობით მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და ასობით სახლი დაზიანდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში დახმარება ვერტმფრენებით გაგზავნეს. ამასთან, გაერო-ს ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ ნეპალის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარებიან.
ნეპალში მუსონური წვიმების სეზონი ივნისში იწყება და ოქტომბერში მთავრდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს, სტიქიებს სულ მცირე 110 ადამიანი ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press