ჩვენ ვერ ვიაზრებდით, რამდენად ეფექტურად გაუწევდა წინააღმდეგობას უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი მოხდებოდა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაურეკა მას და უთხრა: "ეს მოხდება ამ შაბათ-კვირას" და ორ დღეში, ომიც დაიწყო.
"ომი უკრაინაში გრძელდება. ჩვენ ვერ ვიაზრებდით, რამდენად ეფექტურად გაუწევდა წინააღმდეგობას უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი მოხდებოდა. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს: "რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას", ჩვენ ძალიან არასერიოზულად ვეკიდებოდით ამას და ორი დღის შემდეგ მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა. მაგრამ ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და არ გვეგონა, რომ უკრაინა მზად იყო წინააღმდეგობის ისე წარმატებით გასაწევად, როგორც ამას აკეთებს“ - თქვა ბორელმა.
ამავე დროს, მან აღიარა, რომ ევროკავშირი არ ითვალისწინებდა რუსეთში მასობრივ მობილიზაციას, ისევე როგორც პუტინის ბირთვულ საფრთხეებს.
"ვფიქრობ, თქვენ ყველამ ნახეთ პუტინის ბოლო გამოსვლა, როდესაც მან ანექსია გამოაცხადა. ეს გამოსვლა ყველა ევროპელმა მოქალაქემ უნდა ნახოს - და თქვენ განსაკუთრებით [დიპლომატები]. თქვენ უნდა აუხსნათ მსოფლიოს, რას ნიშნავს მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და რა არის ომის ნამდვილი მიზეზები“, - განაცხადა ბორელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press