უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლება მოხდა.
სამხრეთის სარდლობის ცნობით, სამხრეთ ბუზკას საოპერაციო ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.
"ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის განთავისუფლებაში. სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციისთვის სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს", - აცხადებს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი.
როგორც ნაზაროვი ამბობს, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის ძალებზე ცეცხლსასროლი იარაღით შეტევას და მათ საკონტროლო სისტემებს აღვევენ.
მისივე თქმით, მოწინააღმდეგე ფრონტის ხაზისა და ახლად გათავისუფლებული 17 დასახლებული პუნქტის გარშემო საჰაერო დაზვერვას ინტენსიურად ახორციელებს. პარალელურად, უკრაინის პოზიციების დაბომბვა გრძელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press