რუსეთის ФСБ ფეიკ სტრუქტურაა, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურება,- ასე გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის სპიკერი, ანდრიი იუსოვი რუსეთის ФСБ-სბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის მიერ იყო მომზადებული.
მისი თქმით, ФСБ-სა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყველა საქმიანობა სისულელეა.
„ФСБ-სა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყველა საქმიანობა სისულელეა. ეს არის ფეიკ სტრუქტურები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომ, მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ”,- განაცხადა იუსოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ.
მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press