აზერბაიჯანმა სომხეთს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ხუთი პრინციპი წარუდგინა . - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის, შეხვედრებზე პირველ რიგში განიხილება სამშვიდობო ხელშეკრულების, კომუნიკაციების გახსნისა და დელიმიტაციის თემები.
„სრული ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, იქნება თუ არა სომხეთის მხრიდან რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ შეხვედრაზე ან თუ მათ დამატებითი დრო დასჭირდებათ. თუმცა, ზოგადად არის რამდენიმე მიმართულება, რომელთაგან თითოეული ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა წინ წავიწიოთ. ყოველთვის, შეხვედრებზე პირველ რიგში განიხილება სამშვიდობო ხელშეკრულების, კომუნიკაციების გახსნის, დელიმიტაციის თემები. აზერბაიჯანმა წარადგინა უკვე ცნობილი პრინციპები და ხელს უწყობს ამ მიმართულებით მუშაობას“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.
სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.
დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press