Foto

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.

მისივე თქმით, ბოსნია და ჰერცოგოვინამ ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების გარანტიის გასაძლიერებლად.

"კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგა რიგი ნაბიჯები დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების გარანტიის გასაძლიერებლად. კომისია გააგრძელებს რეფორმების მცდელობებს და დააჩქარებს დასავლეთ ბალკანეთის მთლიან ინტეგრაციას". - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.