გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი.
კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 14 ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი), ხოლო 35-მა ქვეყანამ პასუხისგან "თავი შეიკავა".
"მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით. კენჭისყრა დასრულდა უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტი "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს პრინციპების პატივისცემა". ქარტიას მხარი დაუჭირეს დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი“, - აღნიშნა უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა.
შეგახსენებთ, რომ 23-27 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ მხარეში ფსევდორეფერენდუმი გამართა. ხერსონსა და ზაპოროჟიეში - უკრაინიდან გამოყოფის, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან შეერთების შესახებ.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია გამოაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press