ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა და თავისუფალი ერების მიერ არასდროს იქნება აღიარებული, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ანექსიას გმობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა თავის მიწებს დაიბრუნებს.
„მადლობელი ვარ 143-ვე სახელმწიფოსი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ რეზოლუციას. მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა - ანექსიის რუსული პოლიტიკა უსარგებლოა და თავისუფალი ერების მიერ არასდროს იქნება აღიარებული. უკრაინა დაიბრუნებს თავის მიწებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა დაბლოკოს ეს პროცესი.
კენჭისყრის შედეგებია ასეთია: 193-დან 143 ქვეყანა იყო "მომხრე", 5 კი - "წინააღმდეგი" (ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი), ხოლო 35-მა ქვეყანამ პასუხისგან "თავი შეიკავა".
შეგახსენებთ, რომ 23-27 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ მხარეში ფსევდორეფერენდუმი გამართა. ხერსონსა და ზაპოროჟიეში - უკრაინიდან გამოყოფის, ხოლო დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან შეერთების შესახებ.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია გამოაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press